წილისყრის შედეგად გაირკვა, თუ როგორ განაწილდნენ გუნდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფებში.
ჯგუფი A - მექსიკა, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, დანია/ჩრდ. მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია
ჯგუფი B - კანადა, შვეიცარია, კატარი, იტალია/ჩრდ. ირლანდია/უელსი/ბოსნია და ჰერცეგოვინა
ჯგუფი C - ბრაზილია, მაროკო, შოტლანდია, ჰაიტი
ჯგუფი D - აშშ, ავსტრალია, პარაგვაი, თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო
ჯგუფი E - გერმანია, ეკვადორი, კოტ დ'ივუარი, კურასაო
ჯგუფი F - ნიდერლანდები, იაპონია, ტუნისი, უკრაინა/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი
ჯგუფი G - ბელგია, ირანი, ეგვიპტე, ახალი ზელანდია
ჯგუფი H - ესპანეთი, ურუგვაი, საუდის არაბეთი, კაბო ვერდე
ჯგუფი I - საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია, ერაყი/ბოლივია/სურინამი
ჯგუფი J - არგენტინა, ავსტრია, ალჟირი, იორდანია
ჯგუფი K - პორტუგალია, კოლუმბია, უზბეკეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა/იამაიკა/ახალი კალედონია
ჯგუფი L - ინგლისი, ხორვატია, პანამა, განა
საინტერესო წყვილების სურათი იხატება პლეიოფებში. 1/4 ფინალში ერთმანეთს შესაძლოა პორტუგალია და არგენტინა შეხვდნენ, 1/8 ფინალში კი საფრანგეთისა და გერმანიის დაპირისპირების ალბათობა არსებობს.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 19 ივლისს East Rutherford-ში, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება.