• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა - ფორმატი და კალათები
ფეხბურთიფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა - ფორმატი და კალათები

05 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 2026 წელს გასამართი ტურნირის ჯგუფებსა და ბადეს გამოავლენს.


12 ჯგუფი ოთხი კალათიდან ჩამოყალიბდება, რომლებიც მსოფლიო რეიტინგს დაეყრდნობა. აშშ, მექსიკა და კანადა – ტურნირის მასპინძლები – ავტომატურად მოთავსდნენ პირველ კალათაში, რაც თეორიულად მათ ჯგუფური ეტაპიდან გასვლას უმარტივებს.


გარდა ამისა, ტოპ ოთხეული – ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი და ინგლისი – ისე იქნებიან განთესილები, რომ ნახევარფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.


მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 19 ივლისს East Rutherford-ში, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება


როგორ მუშაობს მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა? – ფორმატი


წილისყრის წინ, 48 გუნდი – საიდანაც 42 უკვე ცნობილია – ნაწილდება ოთხ კალათად (თითოეულში 12 გუნდი) ნოემბრის FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით. ბოლო ექვსი ქვეყანა ავტომატურად ხვდება მეოთხე კალათაში, მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოახერხებს გასვლას.


როგორც მასპინძლები, აშშ, კანადა და მექსიკა პირველ კალათაში‌ არიან ტურნირის რეიტინგით საუკეთესო ცხრა გუნდთან ერთად.


ევროპის გარდა (რომელსაც 16 ადგილი აქვს), არცერთ კონფედერაციას შეუძლია ჯგუფში ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს.


FIFA-მ 2026 წლის წილისყრის ფორმატი შეცვალა, რათა რეიტინგის ტოპ ოთხი გუნდი – ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი და ინგლისი – ისე განითესონ, რომ თითოეულს საკუთარი „ბილიკი“ ჰქონდეს ნახევარფინალამდე.


ეს ნიშნავს, რომ თუ ესპანეთმა და არგენტინამ თავიანთი ჯგუფები მოიგეს, მსოფლიოში №1 და №2 გუნდები ფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.


I კალათა: კანადა, მექსიკა, აშშ, ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია;


II კალათა: ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია;


III კალათა: ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ დ'ივუარი, უზბეკეთი, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა;

IV კალათა: იორდანია, კაბო ვერდე, განა, კურასაო, ჰაიტი, ახალი ზელანდია, ევროპის პლეი-ოფის A, B, C და D გზის გამარჯვებულები, ფიფა-ს პლეი-ოფის A და B გზის გამარჯვებულები.


წილისყრის მეორე დღეს, 6 დეკემბერს, ჯგუფური ეტაპის კალენდარი, მატჩების მასპინძელი სტადიონები და დაწყების დროები გვეცოდინება.


წილისყრა დღეს 21:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ეს ცირკი უნდა დასრულდეს“ — FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელს ფეხბურთის დაღუპვაში ადანაშაულებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს ცირკი უნდა დასრულდეს“ — FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელს ფეხბურთის დაღუპვაში ადანაშაულებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოჯახური პრობლემის გამო - კიურასაოს მუნდიალზე გამყვანმა ადვოკაატმა პოსტი დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოჯახური პრობლემის გამო - კიურასაოს მუნდიალზე გამყვანმა ადვოკაატმა პოსტი დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიის პრეზიდენტი: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიის პრეზიდენტი: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ოპტიმიზმი რთულია“, — ირანმა ჩემპიონატი შეაჩერა და შესაძლოა მუნდიალიდან ჩაიხსნას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ოპტიმიზმი რთულია“, — ირანმა ჩემპიონატი შეაჩერა და შესაძლოა მუნდიალიდან ჩაიხსნას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 თებ, 2026

„ეს ცირკი უნდა დასრულდეს“ — FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელს ფეხბურთის დაღუპვაში ადანაშაულებს

News image

23 თებ, 2026

ოჯახური პრობლემის გამო - კიურასაოს მუნდიალზე გამყვანმა ადვოკაატმა პოსტი დატოვა

News image

28 თებ, 2026

ბრაზილიის პრეზიდენტი: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"

News image

01 მარ, 2026

„ოპტიმიზმი რთულია“, — ირანმა ჩემპიონატი შეაჩერა და შესაძლოა მუნდიალიდან ჩაიხსნას

კომენტარები

ლინკის დაკოპირება