ბაქოში გამართული მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ, ძიუდოისტთა ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ გადადის, სადაც 29-31 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემი გაიმართება.
ტურნირზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით წარდგება და მედლებისთვის 9 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს:
73 კგ - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
81 კგ - კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე
90 კგ - ვლადიმირ ახალკაცი
100 კგ - ონისე სანებლიძე, ნიკა ხარაზიშვილი
100+ კგ - ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი