რონალდინიო გაუჩომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"მადლობა საქართველო! პირველად ვეწვიე ამ ლამაზ ქვეყანას და ხალხისგან სითბო მივიღე.
ყოველთვის მსიამოვნებს ბარსას ფერების მორგება და ამ მშვენიერ წვეულებაში მონაწილეობის მიღება. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე." - წერს ბრაზილიელი.
რონალდინიომ მონაწილეობა GEO 11-ისა და ბარსელონას ლეგენდების მატჩში მიიღო, რომელიც დინამო არენაზე გაიმართა. მატჩი კატალონიელების გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
ქართველების მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა, ბარსელონას შემადგენლობაში კი თავი ხავიერ სავიოლამ (დუბლი) და ჯონათან სორიანომ გამოიჩინეს.
