ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გავარდნამ ბრაზილიურ მედიასა და საფეხბურთო საზოგადოებაში მწვავე კრიტიკის ტალღა გამოიწვია.
სელესაოს მარცხის მთავარ მიზეზად ტაქტიკური შეცდომები, ვარსკვლავების არასტაბილური თამაში და არასწორი საკადრო გადაწყვეტილებები სახელდება.
ლეგენდარულმა რონალდო ნაზარიომ კარლო ანჩელოტი პირდაპირ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მწვრთნელმა მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. რონალდოს უკმაყოფილებას იწვევს ჟოაო პედროს ნაკრებში არგამოძახება და ენდრიკის სათადარიგოთა სკამზე დატოვება, რომელსაც, მისი აზრით, თამაშში სიმწვავე და ენერგია შეჰქონდა.
კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ვინისიუს ჟუნიორიც. რონალდოს თქმით, ვინისიუსი იმ დონეს ვერ აჩვენებს, რასაც მადრიდის რეალში. რონალდომ ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ლიდერობა ვერ აიღო საკუთარ თავზე.
მატჩის ბედი დიდწილად ბრუნო გიმარაეშის მიერ გაფუჭებულმა პენალტმა განსაზღვრა, რამაც, როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. საერთაშორისო პრესამ კი აქცენტი ერლინგ ჰალანდზე გადაიტანა, რომელმაც ორი გოლის გატანით ბრაზილიის ოცნება მეექვსე ტიტულზე დაასამარა.