• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რონალდუს სტატისტიკა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

რონალდუს სტატისტიკა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის ფარგლებში, პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს დალასში, დალას სთედიუმზე დაუპირისპირდებიან.


მატჩი დღეს, 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გუნდების ისტორიული დაპირისპირებები ხშირად დაძაბულად მიმდინარეობს, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ მათი ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსი ფრედ დასრულდა.


მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუმ უკვე სამი გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო თავის გამოჩენა.


რონალდუსთვის ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. საერთო ჯამში, რონალდუს ოფიციალურ მატჩებში ესპანეთის წინააღმდეგ 591 წუთი აქვს ნათამაშები, რა დროშიც მან 4 გოლის გატანა შეძლო.

რონალდუს ისტორია ესპანეთის წინააღმდეგ:

ევრო 2004 (ჯგუფური ეტაპი): პორტუგალიამ 1-0 გაიმარჯვა. 19 წლის რონალდუმ 85 წუთი ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამოირჩეულა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2010 (მერვედფინალი): ესპანეთმა 1-0 იმარჯვა. რონალდუმ სრული მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

ევრო 2012 (ნახევარფინალი): ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ესპანეთმა აჯობა (4-2). რონალდუმ 120 წუთი ითამაშა, თუმცა პენალტების სერიაში დარტყმა ვერ მოასწრო.

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 (ჯგუფური ეტაპი): ეს მატჩი რონალდუსთვის ისტორიული გამოდგა - მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მატჩი კი 3-3 დასრულდა.

ერთა ლიგა 2022: რონალდუმ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა პორტუგალია ორივეჯერ 0-1 დამარცხდა.

ერთა ლიგა 2025 (ფინალი): ძირითადი დრო 2-2 დასრულდა, სადაც რონალდუმ 1 გოლი გაიტანა. პორტუგალიამ პენალტების სერიაში (7-5) გაიმარჯვა და ტიტული მოიპოვა.

ამხანაგურ მატჩებში რონალდუს ესპანეთის წინააღმდეგ სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მას 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


ორივე გუნდი პრინციპულად ემზადება ამ მატჩისთვის, რადგან გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავა და სატიტულო რბოლას განაგრძობს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
ესპანეთის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
portugal
პორტუგალიის ნაკრები
რონალდუ
spain
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შეუძლია ინგლისს ჰენდერსონის შემცვლელის გამოძახება?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეუძლია ინგლისს ჰენდერსონის შემცვლელის გამოძახება?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუხელი: "თითქოს ფინალი მოვიგეთ"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუხელი: "თითქოს ფინალი მოვიგეთ"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ იზრდება ტრავმიანობა თანამედროვე ფეხბურთში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ იზრდება ტრავმიანობა თანამედროვე ფეხბურთში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდო ანჩელოტისა და ვინისიუსს მწვავედ აკრიტიკებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდო ანჩელოტისა და ვინისიუსს მწვავედ აკრიტიკებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

1 სთ წინ

შეუძლია ინგლისს ჰენდერსონის შემცვლელის გამოძახება?

News image

1 სთ წინ

ტუხელი: "თითქოს ფინალი მოვიგეთ"

News image

1 სთ წინ

რატომ იზრდება ტრავმიანობა თანამედროვე ფეხბურთში?

News image

1 სთ წინ

რონალდო ანჩელოტისა და ვინისიუსს მწვავედ აკრიტიკებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება