ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეტად უცნაური და სერიოზული ტრავმა მიიღო - მექსიკასთან გამარჯვების აღნიშვნისას, სტადიონ აცტეკას ტრიბუნების ღობეზე გადასვლის დროს ფეხი დაუცურდა და მარჯვენა მაჯა დაიზიანა.
ფეხბურთელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ტურნირზე შემდგომი მონაწილეობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს, შეუძლია თუ არა ინგლისის ნაკრებს ჰენდერსონის შემცვლელის გამოძახება, თუმცა პასუხი უარყოფითია. FIFA-ს წესების თანახმად, ნაკრებებს შემადგენლობაში ცვლილების შეტანა მხოლოდ გუნდის პირველ ჯგუფურ მატჩამდე 24 საათით ადრე შეეძლოთ (ინგლისის შემთხვევაში ეს ვადა 16 ივნისს ამოიწურა).
შესაბამისად, ჰენდერსონის ტრავმის შემთხვევაში, ინგლისი იძულებულია ტურნირის დარჩენილი ნაწილი 26-ის ნაცვლად 25 ფეხბურთელით გააგრძელოს.
უნდა აღინიშნოს, რომ FIFA-ს წესებში არსებობს გამონაკლისი მხოლოდ მეკარეებთან დაკავშირებით, რომელთა ჩანაცვლება ტურნირის ნებისმიერ ეტაპზე სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა ეს წესი მინდვრის მოთამაშეებზე არ ვრცელდება.