პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ის 27 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მექსიკისა და აშშ-ის წინააღმდეგ მატჩებისთვის არიან გამოძახებული.
პორტუგალიის ნაკრები მექსიკას ესტადიო აცტეკა ბანორტეზე 28 მარტს, ეთამაშება. აშშ-ის წინააღმდეგ შეხვედრა კი 31 მარტს ატლანტაში, მერსედეს-ბენცის სტადიონზე გაიმართება.
რობერტო მარტინესის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელების სიაში ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ტრავმირებულია.
მეკარეები - დიოგუ კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი), რუი სილვა (სპორტინგი)
მცველები -მატეუს ნუნეში (მანჩესტერ სიტი), დიოგუ დალო (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პსჟ), გონსალო ინასიო (სპორტინგი), რენატუ ვეიგა (ვილიარეალი), ანტონიო სილვა (ბენფიკა) და ტომას არაუჟუ (ბენფიკა)
ნახევარმცველები - რუბენ ნევეში (ალ ჰილალი), სამუ კოშტა (მალიორკა), მატეუს ფერნანდეში (ვესტ ჰემი), ჟოაუ ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) და როდრიგო მორა (პორტუ)
თავდამსხმელები - რიკარდუ ორტა (ბრაგა), პედრო გონსალვეში (სპორტინგი), ჟოაუ ფელიქსი (ალ ნასრი), ფრანსისკუ ტრინკაუ (სპორტინგი), ფრანსისკუ კონსეისაუ (იუვენტუსი), რაფაელ ლეაუ (მილანი), პედრო ნეტუ (ჩელსი), გონსალო გედეში (რეალ სოსიედადი) და გონსალო რამოში (პსჟ)