კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც 2000 წლიდან დღემდე საუკეთესოებად მიიჩნევს.
„აშკარაა, რომ ეპოქა ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ შექმნეს, რომლებმაც თითქმის ყველა ოქროს ბურთი დაინაწილეს.
ქვიზი: სიმართლეა თუ ტყუილი?
ახლანდელ თაობასაც შეუძლია გამორჩეული ფეხბურთელებით დატრაბახება. არიან მბაპე და იამალი, ასევე პარიზშიც არის რამდენიმე გამორჩეული ასეთი მოთამაშე.
უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით ფორვარდები, რომლებსაც გამორჩეული რაღაცები შეუძლია." - აღნიშნა Kicker-თან ინტერვიუში ბაიერნის სადამკვირვებლო საბჭოს წევრმა და ოქროს ბურთის ორგზის გამარჯვებულმა.