საბა საზონოვის ხეტაფემ ლა ლიგის მე-5 ტურში დეპორტივოს უმასპინძლა.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 83-ე წუთზე, შეცვლაზე გამოჩნდა და გუნდს დაცვის ხაზის გამაგრებაში, მატჩის ბოლო წუთების წარმატებით დასრულებაში დაეხმარა.
ეს იმედს გვაძლევს, რომ საზონოვი ნელნელა დაუბრუნდება სათამაშო ფორმას და უფრო მეტი წუთი მიეცემა მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ კლუბში გადასვლის შემდეგ საზონოვმა ბოლოს 27 აგვისტოს კონფერენს ლიგაზე ბელგრადის პარტიზანის წინააღმდეგ ითამაშა, რის შემდეგაც ლა ლიგის ორი შეხვედრა გაუცდა.