VIDEO: ბოლო წუთების შოუ! - ატლეტიკომ სოსიედადი მატჩის მიწურულს გაანადგურა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ატლეტიკომ ლა ლიგის მე-5 ტურში სტუმრად სოსიედადი 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ანგარიში გაუხსნელი იყო, თუმცა ბოლო წუთები მადრიდელებისთვის ფანტასტიკური გამოდგა.
ალექს გრიმალდომ 84-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. 90-ე წუთზე ჯონათან დევიდმა სწორედ გრიმალდოს გადაცემით მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 95-ე წუთზე ჯულიანო სიმეონემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩი სან-სებასტიანში, რეალე არენას სტადიონზე გაიმართა.
5 ტურის შემდეგ ატლეტიკოს 10 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, სოსიედადი კი 7 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.