უეფას აღმასრულებელი კომიტეტი დღეს საბერძნეთში შეიკრიბა და რამდენიმე ტურნირის ფინალის მასპინძლები დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგა
2028: ალიანც არენა, მიუნხენი
2029: კამპ ნოუ, ბარსელონა
ევროპა ლიგა
2028: ნაციონალ არენა, ბუქარესტი
2029: სერბეთის ეროვნული სტადიონი, ბელგრადი
კონფერენს ლიგა
2028: იუვენტუს სტედიუმი, ტურინი
2029: პუშკაშ არენა, ბუდაპეშტი
უეფას სუპერთასი
2027: იოჰან კრუიფ არენა, ამსტერდამი
2028: ასტანა არენა, ასტანა
შეგახსენებთ, რომ 2027 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, მეტროპოლიტანოზე გაიმართება.