• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სალაჰი და უკლუბოდ დარჩენილი კიდევ 7 ვარსკვლავი
ფეხბურთიფეხბურთი

სალაჰი და უკლუბოდ დარჩენილი კიდევ 7 ვარსკვლავი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მუნდიალის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა და ახალი დამღლელი სეზონისთვის სამზადისს საკუთარ გუნდებთან ერთად შეუდგნენ. თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებსაც ამ ეტაპზე კონტრაქტი არცერთ კლუბთან  აკავშირებთ და ახალ თუ კარგად ნაცნობ გამოწვევებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ელოდებიან. დღევანდელ ბლოგში რვა ასეთ ვარსკვლავზე მოგიყვებით.


მოჰამედ სალაჰი 


მოჰამედ სალაჰმა ლივერპულში გატარებული ცხრა სეზონის განმავლობაში ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, თუმცა მათი ერთობლივი ისტორია მაისში დასრულდა, როდესაც კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით ერთი წლით ადრე შეწყვიტეს.


ამ ზაფხულს ხანდახან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველასთვის ლოგიკური იქნებოდა სალაჰის ლივერპულში დაბრუნება და ერთადერთი, რაც ამას ხელს უშლიდა, ის წარმოუდგენელი უხერხულობა იყო, რაც გასული სეზონის ბოლოს ასეთი ემოციური დამშვიდობების შემდეგ შეიქმნებოდა.


თავისივე საოცრად მაღალი სტანდარტების ფონზე, სალაჰს 2025-26 წლების სეზონში შედარებით სუსტი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა ყველა ტურნირზე მაინც 12 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის მითვლა მოახერხა. სულ ახლახან, 2024-25 წლების სეზონში კი მან ერთ სეზონში 57 საგოლე მოქმედება დააგროვა (34 გოლი, 23 ასისტი).


მან ასევე ახლახან დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შეუძლია: სალაჰი ეგვიპტეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც ისინი ძალიან ახლოს იყვნენ მომავალი ფინალისტის, არგენტინის გამოთიშვასთან. ტურნირზე ღია თამაშიდან სალაჰზე მეტი მომენტი (12) მხოლოდ ექვსმა მოთამაშემ შექმნა, თანაც თითოეულ მათგანს მასზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული.


სალაჰი უდავოდ იპოვის ახალ გუნდს. გარკვეული პერიოდი ჩანდა, რომ ეს თურქული ბეშიქთაში შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვარიანტი ჩაიშალა. მისი სახელი კვლავ უკავშირდება ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) და საუდის არაბეთის პროლიგის კლუბებს.



დუშან ვლაჰოვიჩი


ფიორენტინაში 2021-22 წლების სეზონის ბრწყინვალე პირველი ნახევრის შემდეგ, სადაც მან 24 მატჩში 20 გოლი გაიტანა, დუშან ვლაჰოვიჩმა იუვენტუსში გადასვლა დაიმსახურა - გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონ ევროდ. ტანმაღალი თავდამსხმელი ბოლო წლებში იტალიაში სტაბილურად იტანდა გოლებს, რომელთა უმეტესობაც თავისი საიმედო მარცხენა ფეხით მიითვალა.


ვლაჰოვიჩმა ბიანკონერის შემადგენლობაში ჩატარებულ 168 მატჩში სულ 68-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ტურინში გატარებულ ოთხივე სრულ სეზონში მან ორნიშნა ციფრს მიაღწია, თუმცა 20 გოლის გატანა ვერცერთხელ ვერ მოახერხა - მისი საუკეთესო შედეგი 2023-24 წლების სეზონში 18 გოლი იყო. ბოლო წლებში ტრავმებმა ხელი შეუშალა სერბეთის ნაკრების წევრს, რომ ისეთი გავლენა მოეხდინა, როგორიც, შესაძლოა, შეძლებოდა.


გასულ სეზონში, მომყვანი კუნთის ტრავმა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ მან ყველა ტურნირზე მხოლოდ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 12 გოლის გატანა მაინც შეძლო. სავარაუდოდ, ვლაჰოვიჩის გაშვება უფრო მაღალ ხელფასს უკავშირდებოდა, ვიდრე მის ოსტატობას. ასე რომ, თუ გუნდს, რომელსაც გოლის გამტანი თავდამსხმელი სჭირდება, მისი დაფინანსება შეუძლია, იგი გონივრული არჩევანი იქნება. თუმცა, ტრავმების ისტორია ბევრს, ალბათ, მაინც დააეჭვებს. სალაჰის მსგავსად, მის სახელსაც უკავშირებენ ბეშიქთაშს, ხოლო გავრცელებული ცნობებით, ბარსელონაც განიხილავდა მას რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად.




ჯეიდონ სანჩო


რამდენიმე წლის წინ ბევრი ელოდა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 26 წლის ჯეიდონ სანჩოს გამოსათობად საუკეთესო ასპარეზი იქნებოდა. თუმცა, რეალურად, თომას ტუხელის ინგლისის ნაკრების განაცხადში მისი კანდიდატურა განხილვადაც კი არ ყოფილა.
კარიერის ადრეულ ეტაპზე გერმანიაში გადასვლის შემდეგ, მან დორტმუნდის ბორუსიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. იქ გატარებულ სამ სრულ სეზონში სანჩომ 125 მატჩში 102 საგოლე მოქმედება მიითვალა (49 გოლი, 53 ასისტი) და ბურთით ხელში მეტოქეებისთვის ნამდვილ რისხვად იქცა.


ევროპის ტოპ-5 ლიგაში ამ სამი კამპანიის განმავლობაში (2018-19 წლების სეზონის დასაწყისიდან 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე), ბურთის წაღების შემდეგ (ბურთით 5+ მეტრის გატარება) ლიგის გოლებში უშუალო მონაწილეობით სანჩოზე (33) უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლიონელ მესის (39) ჰქონდა. 


ამან მას 2021 წელს მანჩესტერ იუნაიტედში 73 მილიონ ფუნტად გადასვლა მოუტანა, თუმცა პრემიერლიგაში საქმეები ნამდვილად არ აეწყო. სანჩომ იუნაიტედის რიგებში ჩატარებულ 83 მატჩში მხოლოდ 12 გოლი და 6 ასისტი მიითვალა. ბევრით არაფრით გამორჩეული ყოფილა არც იჯარის პერიოდები - დორტმუნდში (3 გოლი და 2 ასისტი 21 მატჩში), ჩელსიში (5 გოლი და 8 ასისტი 41 მატჩში) თუ გასულ სეზონში ასტონ ვილაში (1 გოლი და 3 ასისტი 39 მატჩში).


ახლა, ოლდ ტრაფორდზე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, იგი ახალი მუდმივი კლუბის ძიებაშია. თუმცა, იგი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და აუცილებლად გამოჩნდება გუნდი, რომელსაც ეჯერება, რომ სანჩოს საუკეთესო ფორმის დაბრუნებას შეძლებს - ან სულ მცირე, იმ უდავო ტალანტის ნაწილის მაინც იპოვის, რომელსაც ფეხბურთელი რამდენიმე წლის წინ ფლობდა.


გასაკვირი არ არის, რომ მის ხელახალ დაბრუნებასთან დაკავშირებით მთავარ კანდიდატად ისევ დორტმუნდი სახელდება და გერმანიაში დაბრუნება, შესაძლოა, საუკეთესო წამალი აღმოჩნდეს ფეხბურთელისთვის.



ლეონ გორეცკა


რვა წლის წინ ლეონ გორეცკა მიუნხენის ბაიერნს შალკე 04-იდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ მას ხშირად უკავშირებდნენ ევროპულ გრანდებში ძვირადღირებულ ტრანსფერებს, თუმცა იგი კონტრაქტის ამოწურვამდე ბაიერნში დარჩა. ახლა წრე შეიკრა და იგი კვლავ უფასოდ არის ხელმისაწვდომი.


მიუნხენში გატარებულ პერიოდში გორეცკამ შვიდჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი, ოთხჯერ გერმანიის სუპერთასი, თითოჯერ კი უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ბაიერნში მას აღმავლობისა და დაცემის პერიოდები ჰქონდა - უწევდა სხვადასხვა როლში თამაში სრულიად განსხვავებული მწვრთნელების ხელში, როგორიცაა ჰანსი ფლიკი, იულიან ნაგელსმანი, თომას ტუხელი და ვენსან კომპანი. თუმცა, სწორედ მაშინ, როცა ჩანდა, რომ მისი ფორმა მინელდა, იგი კვლავ ახალი ძალებით ბრუნდებოდა.


31 წლის ასაკში იქმნება შთაბეჭდილება, რომ გერმანელ ნახევარმცველს ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, თუმცა, არსებული მდგომარეობით, მისი გაფორმების რისკი ჯერ არავის აუღია.


გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მან 5 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. ბაიერნის მოთამაშეებს შორის გორეცკაზე (26) მეტი ჩაჭრა მხოლოდ კიმ მინ-ჯეს (39) ჰქონდა, ხოლო ბურთის დაბრუნების მაჩვენებლით მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მის სამ თანაგუნდელს ჰქონდა (100).
გარკვეულ წრეებში მის სახელს მილანს, იუვენტუსსა და aრსენალსაც კი უკავშირებენ, თუმცა კარიერის ამ ეტაპზე სერია A მისთვის კარგი ნაბიჯი უნდა იყოს.



ფრენკ კესი


სერია A-ზე საუბრისას, ფრანკ კესიემ სახელი სწორედ იქ გაითქვა — ატალანტასა და მილანში თამაშით. ბარსელონასა და ალ-აჰლიში გატარებული პერიოდის შემდეგ კი, შესაძლოა, იგი კვლავ იტალიაში დაბრუნდეს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კოტ-დ’ივუარელი ნახევარმცველი უკვე საუკუნეა, რაც ფეხბურთს თამაშობს, თუმცა იგი ჯერ კიდევ 29 წლისაა და მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ კვლავ შეუძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა.


მისთვის კარგი ვარიანტი ისეთი გუნდი იქნებოდა, რომელსაც პენალტების ძლიერი შემსრულებელი სჭირდება. 2020-21 წლების სეზონში კესიემ მილანის შემადგენლობაში სერია A-ში სარეკორდო 11 პენალტი გაიტანა — საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთ სეზონში ერთ მოთამაშეს ამაზე მეტი პენალტი მხოლოდ სამ შემთხვევას აქვს გატანილი.


თუმცა, იგი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პენალტების შემსრულებელი. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, კოტ-დ’ივუარის ნაკრებში კესიეზე (163) მეტი ზუსტი გადაცემა მხოლოდ იბრაჰიმ სანგარეს (172) ჰქონდა, ხოლო ბურთის დაბრუნების მაჩვენებლით მასზე (16) უკეთესი შედეგი მხოლოდ იან დიომანდემ (18) აჩვენა.


ამ ზაფხულს ყველაზე აქტიურად მის სახელს იუვენტუსს უკავშირებენ, თუმცა ჭორების თანახმად, რომაში მისი ატალანტასდროინდელ ყოფილ მწვრთნელთან, ჯან პიერო გასპორინისთან ხელახალი გაერთიანებაც სრულიად შესაძლებელია.



იულიან ბრანდტი


სასაცილოა, რომ ჯულიან ბრანდტი ამ სიაში მოჰამედ სალაჰის გვერდით მოხვდა. როგორც ცნობილ ისტორიაშია, 2017 წელს იურგენ კლოპს ძალიან უნდოდა ბრანდტის ლივერპულში გადაყვანა, სანამ კლუბის სკაუტების გუნდი დაარწმუნებდა, რომ სალაჰი უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. ეს მართლაც შესანიშნავი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.


მიუხედავად ამისა, ბრანდტი მაშინაც და ახლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია. შეეძლო თუ არა ლივერპულს მისი გაფორმება სალაჰის შემცვლელად? სავარაუდოდ არა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უკვე 30 წლისაა, თუმცა დადის ჭორები, რომ იგი, შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს - მისით, სავარაუდოდ, ლიდს იუნაიტედია დაინტერესებული.


ბრანდტმა ბაიერ ლევერკუზენი 2019 წელს დატოვა და დორტმუნდის ბორუსიასშეუერთდა. იქ გატარებული შვიდი ჩინებული სეზონის შემდეგ კი მან გუნდი ახალი გამოწვევებისთვის დატოვა.


საერთო ჯამში, დორტმუნდის მაისურით ჩატარებულ 307 მატჩში მან 124 საგოლე მოქმედება მიითვალა (57 გოლი, 67 ასისტი), მათ შორის 11 გოლი და 5 ასისტი გასულ სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში.


2025-26 წლების სეზონში ყველა ტურნირზე კლუბის შემადგენლობაში მასზე მეტი მხოლოდ სერუ გირასიმ (22) გაიტანა, ხოლო ღია თამაშიდან ბრანდტზე (38) მეტი მომენტი მხოლოდ ჯულიან რაიერსონმა (42) შექმნა. იგი საკმაოდ უნივერსალური მოთამაშეცაა - გასულ სეზონში ბუნდესლიგაში თავისი სათამაშო დროის 50% მარცხენა ფლანგზე გაატარა, 38% მარჯვენა ფლანგზე, ხოლო დანარჩენი - ცენტრში.



ლორენცო პელეგრინი


კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მრავალწლიანი სამსახურის შემდეგ დაემშვიდობა თავის კლუბს, ლორენცო პელეგრინია. მან კარიერა რომაში დაიწყო, რის შემდეგაც 2015-2017 წლებში ორი წელი სასუოლოში გაატარა. ჯალოროსის იგი 2017 წელს, გამოსყიდვის უფლების გამოყენების წყალობით დაუბრუნდა და ამ ზაფხულს წასვლამდე იქ ცხრა წელი გაატარა. საერთო ჯამში, რომას მაისურით ჩატარებულ 349 მატჩში მან 62 გოლი და 58 ასისტი მიითვალა და რამდენიმე სეზონის განმავლობაში კლუბის კაპიტანიც იყო.


2021-22 წლების სეზონში მან გუნდს უეფას კონფერენს ლიგის პირველ გათამაშებაში გამარჯვება მოაპოვებინა, სადაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. 2017-18 წლების სეზონში რომას რიგებში გატანილი პირველი გოლის შემდეგ, სერია A-ს ნახევარმცველებს შორის ყველა ტურნირზე პელეგრინიზე (62) მეტი გოლი მხოლოდ ჰაკან ჩალჰანოღლუსა (80) და მარიო ფაშალიჩს (68) აქვთ გატანილი.


რომასა და იუვენტუსს შორის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მოასწრო და ზეკი ჩელიქთან კონტრაქტი სწორედ იმ დროს შეათანხმა, როცა იგი რომასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებდა. ახლა კი იუვეს პელეგრინის გადაბირებასაც უკავშირებენ. თუ ეს ტრანსფერი შედგა, დეკემბერში, ამ გუნდების მორიგი შეხვედრისპირება ნამდვილად არ იქნება გამოსატოვებელ მატჩთა კატეგორიაში.



რაფაელ გერეირო


პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის ყოველთვის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენს - ლიგა 1-ში სახელის გათქმის შემდეგ, იგი 2016 წელს დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა, სადაც 224 მატჩი ჩაატარა და 40 გოლითა და 42 ასისტით გამოირჩა - მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მარცხენა მცველად თამაშობდა.


ამის შემდეგ, 2023 წელს, მან უკვე კარგად ნაცნობ გზას გაჰყვა და დორტმუნდიდანბაიერნში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 29 წლის ასაკში ეს, შესაძლოა, მოულოდნელი სვლა იყო, თუმცა გერეირომ დაამტკიცა, რომ ალიანც არენაზე შემადგენლობისთვის ჩინებული სიღრმის მიმცემი ვარიანტი გახლდათ.


მისი უნივერსალურობა ყველაზე ღირებული თვისება აღმოჩნდა. პორტუგალიის ნაკრების წევრი თამაშობდა მარცხენა მცველად, მარჯვენა მცველად, ნახევარდაცვაში და ორივე ფლანგზეც კი. საერთო ჯამში, ბაიერნის შემადგენლობაში ჩატარებულ 95 მატჩში მან 14 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა.


გერეიროს ახლა მილანში გადასვლას უკავშირებენ. ცნობების თანახმად, იგი პერვის ესტუპინიანის შემცვლელად მოიაზრება, რომელსაც თავის მხრივ ასტონ ვილას უკავშირებენ - ასე რომ, სავარაუდოდ, იგი ძირითადად თავის ძირითად პოზიციას, მარცხენა მცველის ამპლუას დაუბრუნდება.



კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი ინგლისელი ცენტრალური მცველი ჯონ სტოუნსია. პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშის შესახებ და იმის გასაგებად, თუ საით შეიძლება გაემართოს ის ამ ზაფხულს, შემდეგ ბლოგში მოგიყვებით.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ეპოქის დასასრული: ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეპოქის დასასრული: ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცნობილია, თუ როდის დაასრულებს ნოიერი კარიერას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცნობილია, თუ როდის დაასრულებს ნოიერი კარიერას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს როდრის შეძენა რეალზე შურის საძიებლად სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს როდრის შეძენა რეალზე შურის საძიებლად სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არის ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არის ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 წთ წინ

ეპოქის დასასრული: ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

News image

33 წთ წინ

ცნობილია, თუ როდის დაასრულებს ნოიერი კარიერას

News image

30 წთ წინ

პსჟ-ს როდრის შეძენა რეალზე შურის საძიებლად სურს

News image

16 წთ წინ

არის ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება