მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ, მანუელ ნოიერმა, საფეხბურთო კარიერის დასრულება დააანონსა.
40 წლის მეკარე გეგმავს, რომ ხელთათმანები 2026-2027 წლების სეზონის ბოლოს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ამოწურვისთანავე ჩამოკიდოს.
გერმანელი კარის დარაჯი ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტიტულის მოგებაზეა ფოკუსირებული. მან ბაიერნის პრესეზონის შეკრებაზე ჟურნალისტებთან საკუთარ მოტივაციასა და მომავალზე ღიად ისაუბრა და დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით ეს მისი უკანასკნელი სეზონია.
ნოიერმა გუნდის მიზნებსა და პირად გეგმებზე საინტერესო განცხადება გააკეთა:
მოედანზე მხოლოდ იმისთვის არ გავდივარ, რომ ეს ჩემი ბოლო თამაშია. ჩვენი მიზანი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა და სეზონს იმ მენტალიტეტით ვიწყებთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. თუმცა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კარიერას ნამდვილად ვასრულებ
ვეტერანი კაპიტანი უკვე აქტიურად ეხმარება ახალგაზრდა მეკარეებს და უდიდეს გამოცდილებას თავის პოტენციურ მემკვიდრეს, იონას ურბიგს უზიარებს. ნოიერი, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთში თავისი ამპლუა სრულად შეცვალა, სპორტიდან შთამბეჭდავი მემკვიდრეობით მიდის, თუმცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მძიმე ფიასკო მის სანაკრებო კარიერაზე მტკივნეულ კვალს მაინც ტოვებს.