მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინთან კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.
33 წლის ინგლისელი თავდამსხმელი გერმანული გრანდის მთავარ პროექტად რჩება და ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება კვლავ 25 მილიონი ევრო იქნება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები აგვისტოს დასაწყისში, ფეხბურთელის შვებულებიდან დაბრუნებისთანავე დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ კეინის დამატებით ბარსელონა და საუდის არაბეთის ალ-ჰილალი აქტიურად ინტერესდებოდნენ, ფორვარდმა ყველა შეთავაზება დაბლოკა. როგორც ირკვევა, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურვილის გამო, ინგლისელი კაპიტანი ვენსან კომპანის გუნდში ახალი როლის მოსარგებად ემზადება და მზადაა, მოედანზე გამთამაშებლის ფუნქციებიც შეითავსოს.
გამოცემა Sport Bild ინგლისელი ვარსკვლავის მოტივაციაზე საინტერესო დეტალებს ასაჯაროებს და ხაზს უსვამს მის პრიორიტეტებს:
კეინისთვის მთავარი ამოცანა მიუნხენში დარჩენა და ტიტულების მოგებაა. მას პრემიერლიგაში დაბრუნებაზე და ალან შირერის ისტორიული რეკორდის მოხსნაზე მეტად, ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის თასების აღმართვა სურს
ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრების კაპიტანი კარიბის ზღვის კუნძულებზე ოჯახთან ერთად ისვენებს, ბაიერნის ხელმძღვანელობა კი ახალი სეზონისთვის მზადებას მშვიდად აგრძელებს, რადგან შეტევის ხაზში მთავარი ლიდერის მომავალი უკვე გარკვეულია.