რაიან გიგზმა ევერტონთან მატჩში პრემიერ ლიგაში 89-ე საგოლე პასი მიითვალა.
ამ შედეგით ეგვიპტელმა დევიდ ბექჰემი (88 საგოლე) ჩამოიტოვა, ყოფილ თანაგუნდელ ჯეიმს მილნერს გაუტოლდა და ყველა დროის ათეულში შევიდა.
დღემდე პირველ ადგილს პრემიერ ლიგაში გაკეთებული საგოლე გადაცემებით რაიან გიგზი იკავებს - 162 პასი.
ტოპ 10 კი ასე გამოიყურება:
1. რაიან გიგზი - 162
2. კევინ დე ბრუინი - 119
3. სესკ ფაბრეგასი - 111
4. უეინ რუნი - 103
5. ფრენკ ლამპარდი - 102
6. დენის ბერგკამპი - 94
7. დავიდ სილვა - 93
8. სტივენ ჯერარდი - 92
9. ჯეიმს მილნერი - 89
9. მოჰამედ სალაჰი - 89.