აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის წოდებაზე ნომინირებული 10 მოთამაშე დაასახელა.
2024 წელს აღნიშნული პრიზი ატალანტას შემტევმა, ადემოლა ლუკმანმა მოიგო.
წელს კი ამ ჯილდოზე შემდეგი ფეხბურთელები აცხადებენ პრეტენზიას:
ანდრე ფრანკ ზამბო-ანგისა (ნაპოლი, კამერუნი)
ფისტონ მაიელე (პირამიდსი, კონგო)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
დენი ბუანგა (ლოს ანჯელესი, გაბონი)
სერუ გირასი (დორტმუნდი, გვინეა)
აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
უსამა ლამლიუი (რსბ, მაროკო)
ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი, ნიგერია)
ილიმან ნდიაი (ევერტონი, სენეგალი)
პაპ მატარ სარი (ტოტენჰემი, სენეგალი).
მოჰამედ სალაჰს აღნიშნული ჯილდო ზედიზედ ორჯერ (2017, 2018) აქვს მოგებული, აშრაფ ჰაკიმი კი ბოლო ორი წელია გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს.
გამარჯვებულად გამოვლინდება ფეხბურთელი, რომელიც 6 იანვრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში "ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა".
დაჯილდოვების ცერემონიის ჩატარების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის არ არის გამოცხადებული.