ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ბარნლიმ საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
84-ე წუთზე ბარნლი კაცნაკლული დარჩა, ლესლი უგოჩუკვუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის დატოვება მოუწია.
მატჩის კომპენსირებულ დროში ლივერპულს პენალტის დარტყმის საშუალება მიეცა, რომელიც მოჰამედ სალაჰმა გამოიყენა და არნე სლოტის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
მერსისაიდელები ქულების დაკარგვასთან ახლოს იყვნენ, თუმცა წითლებს 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგანან სათავეში.
ლივერპული მომდევნო ტურში ენფილდზე მერსისაიდულ დერბიში ევერტონს მიიღებს.
90+5' სალაჰი 0-1'