EA SPORTS-ის თამაშ FC 26-ში ყველაზე მაღალრეიტინგიანი ფეხბურთელების სია ცნობილია.
სიას სათავეში მოჰამედ სალაჰი, ალექსია პუტეიასი, კილიან მბაპე და აიტანა ბონმატი უდგანან, რომლებსაც 91 რეიტინგი აქვთ.
91
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალექსია პუტეიასი (ბარსელონა), კილიან მბაპე (რეალი), აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
90
უსმან დემბელე (პსჟ), როდრი (მანჩესტერ სიტი), კაროლინ გრემ ჰანსენი (ბარსელონა), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული). ჯუდ ბელინგემი (რეალი), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)
89
რაფინია (ბარსელონა), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ალესია რუსო (არსენალი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ვიტინია (პსჟ), მარიონა (არსენალი), პატრი გვიხარო (ბარსელონა), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), პედრი (ბარსელონა), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ხადიჯა შოუ (მანჩესტერ სიტი), ალისონი (ლივერპული), ჰარი კეინი (ბაიერნი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), მაპი ლეონი (ბარსელონა), ვინი ჯუნიორი (რეალი), ფლორიან ვირცი (ლივერპული), ტიბო კურტუა (რეალი)