ბეშიქთაშმა მოჰამედ სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,ჟურნალისტ იაღიზ საბუნჯუოღლუს მიერ ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი კლუბის სატრანსფერო პროცესებსა და სავარაუდო სატრანსფერო პირობებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრულად გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება.
აღნიშნულ პირს უკვე დიდი ხანია საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს, რადგან ჩვენი კლუბის სატრანსფერო პროცესებთან დაკავშირებით ავრცელებს სრულიად გამოგონილ, რეალობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებულ ინფორმაციას.
როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ჩვენი კლუბის სატრანსფერო პროცესებთან დაკავშირებულ ყველაზე ზუსტ და გამჭვირვალე ინფორმაციას გულშემატკივრებსა და საზოგადოებას მხოლოდ ჩვენი ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ვუზიარებთ.
კიდევ ერთხელ გულწრფელად მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს გულშემატკივრებს, არ ენდონ და არ გაითვალისწინონ ნებისმიერი ინფორმაცია თუ სიახლე, რომელიც ჩვენი ოფიციალური საკომუნიკაციო არხების საშუალებით არ გავრცელებულა." - წერია თურქული კლუბის განცხადებაში.
თურქი ჟურნალისტის ცნობით, ბეშიქთაშმა მოჰამედ სალაჰთან შეთანხმებას მიაღწია.
საბუნჯუოღლუ თურქული კლუბის განცხადებასაც გამოეხმაურა:
,,ჩემი პატივისცემა ბეშიქთაშის მიმართ უსაზღვროა, თუმცა სალაჰთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორეში კვლავ დარწმუნებული ვარ.
მოჰამედ სალაჰი, რომლის შესახებაც ინფორმაცია თურქეთში პირველად მე გავავრცელე, ბეშიქთაშთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ოფიციალური ხელმოწერა ჯერ არ შემდგარა.
იმედი მაქვს, მალე ხელმოწერის შესახებ სიახლესაც გავუზიარებთ ბეშიქთაშის გულშემატკივრებს."