საფეხბურთო სამყაროში გავრცელდა ხმები, თითქოს ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი თურქულ ბეშიქთაშს შეუთანხმდა.
ცნობილი ინსაიდერების მტკიცებით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეგვიპტელი 12-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს.
თუმცა, სალაჰის იურისტმა და აგენტმა, რამი აბასმა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში მალევე უარყო:
პირადად მე არ ვიცი, სად ითამაშებს მოჰამედი მომავალ სეზონში. ეს რაზე მეტყველებს თქვენთვის?
მიუხედავად აგენტის მკაცრი განცხადებისა, თურქი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები კონტრაქტის ვადებსა და საიმიჯო უფლებებზე კვლავ გრძელდება. ბეშიქთაშს, რომელმაც უკვე გააფორმა ლეანდრო ტროსარი, სალაჰის დამატება გალათასარაისთან კონკურენციისთვის სჭირდება. ეგვიპტელის მომავალს ამერიკულ MLS-საც უკავშირებენ.