• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სალაჰთან შეთანხმება შედგა? თურქული კლუბი ინფორმაციას უარყოფს
ფეხბურთიფეხბურთი

სალაჰთან შეთანხმება შედგა? თურქული კლუბი ინფორმაციას უარყოფს

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბეშიქთაშმა მოჰამედ სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.


,,ჟურნალისტ იაღიზ საბუნჯუოღლუს მიერ ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი კლუბის სატრანსფერო პროცესებსა და სავარაუდო სატრანსფერო პირობებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრულად გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება.


აღნიშნულ პირს უკვე დიდი ხანია საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს, რადგან ჩვენი კლუბის სატრანსფერო პროცესებთან დაკავშირებით ავრცელებს სრულიად გამოგონილ, რეალობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებულ ინფორმაციას.


როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ჩვენი კლუბის სატრანსფერო პროცესებთან დაკავშირებულ ყველაზე ზუსტ და გამჭვირვალე ინფორმაციას გულშემატკივრებსა და საზოგადოებას მხოლოდ ჩვენი ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ვუზიარებთ.


კიდევ ერთხელ გულწრფელად მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს გულშემატკივრებს, არ ენდონ და არ გაითვალისწინონ ნებისმიერი ინფორმაცია თუ სიახლე, რომელიც ჩვენი ოფიციალური საკომუნიკაციო არხების საშუალებით არ გავრცელებულა." - წერია თურქული კლუბის განცხადებაში.


თურქი ჟურნალისტის ცნობით, ბეშიქთაშმა მოჰამედ სალაჰთან შეთანხმებას მიაღწია.


საბუნჯუოღლუ თურქული კლუბის განცხადებასაც გამოეხმაურა:


,,ჩემი პატივისცემა ბეშიქთაშის მიმართ უსაზღვროა, თუმცა სალაჰთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორეში კვლავ დარწმუნებული ვარ.


მოჰამედ სალაჰი, რომლის შესახებაც ინფორმაცია თურქეთში პირველად მე გავავრცელე, ბეშიქთაშთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ოფიციალური ხელმოწერა ჯერ არ შემდგარა.


იმედი მაქვს, მალე ხელმოწერის შესახებ სიახლესაც გავუზიარებთ ბეშიქთაშის გულშემატკივრებს."

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

სალაჰი
თურქეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ეგვიპტის პირველი ისტორიული გამარჯვება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ეგვიპტის პირველი ისტორიული გამარჯვება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლუბები შეთანხმდნენ - ტროსარი თურქეთში მიდის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლუბები შეთანხმდნენ - ტროსარი თურქეთში მიდის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო სალაჰის გაფორმებას გეგმავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო სალაჰის გაფორმებას გეგმავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად გააგრძელებს კარიერას მოჰამედ სალაჰი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად გააგრძელებს კარიერას მოჰამედ სალაჰი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 ივნ, 2026

ეგვიპტის პირველი ისტორიული გამარჯვება

News image

04 ივლ, 2026

კლუბები შეთანხმდნენ - ტროსარი თურქეთში მიდის?

News image

07 ივლ, 2026

ატლეტიკო სალაჰის გაფორმებას გეგმავს

News image

2 სთ წინ

სად გააგრძელებს კარიერას მოჰამედ სალაჰი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება