ეგვიპტის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ვანკუვერში, BC Place-ზე გამართულ G ჯგუფის დაძაბულ შეხვედრაში ეგვიპტემ ახალი ზელანდია 3:1 დაამარცხა და 92-წლიანი ლოდინი დაასრულა. ეს ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რომელსაც 1934, 1990 და 2018 წლების მუნდიალებზე მონაწილეობის შემდეგ გამარჯვების გემო არასდროს გაუსინჯავს.
მატჩი ეგვიპტელებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო. ახალმა ზელანდიამ ფინ სურმანის გოლით დაწინაურება მოახერხა და პირველ ტაიმში თამაშს სრულად აკონტროლებდა, რამაც ეგვიპტელები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. შესვენების შემდეგ ჰოსამ ჰასანის გუნდმა სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა. ტაიმის დასაწყისშივე მუსტაფა ზიკომ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, რამაც მატჩის დინამიკა რადიკალურად შეცვალა.
გადამწყვეტი როლი ნაკრების კაპიტანმა, მოჰამედ სალაჰმა შეასრულა. მან ჯერ ზიკოსთან შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ გაიტანა და ეგვიპტე წინ გაიყვანა, მატჩის მიწურულს კი მისი კუთხურის შემდეგ ტრეზეგემ საბოლოო წერტილი დასვა - 3:1. სალაჰმა შეხვედრა ერთი გოლითა და ერთი ასისტით დაასრულა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ლიდერული თვისებები ეროვნულ გუნდში.
ამ გამარჯვებით ეგვიპტემ ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და პლეი-ოფში გასვლის რეალური შანსი მიიღო. ბელგიასთან ფრისა და ახალ ზელანდიასთან ამ ისტორიული მოგების შემდეგ, ეგვიპტის ნაკრები ჯგუფის ფავორიტებს შორის მოიაზრება.
VIDEO: სალაჰის გოლი და ასისტი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას მოუგო