საფრანგეთის ნაკრების მორაგბე უინი ატონიო გულის შეტევის შემდეგ იძულებულია პროფესიონალური სარაგბო კარიერა დაასრულოს.
მისმა კლუბმა, ლა როშელმა, დაადასტურა, რომ ექვსი ერის ორგზის ჩემპიონი სტაბილურ მდგომარეობაშია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ რჩება.
"უინი ატონიო ლა როშელის საავადმყოფოში გულის შესაძლო პრობლემის გამო გუშინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ჰოსპიტალიზაციის შემდეგ უინის ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდის გავლა მოუწევს. უკვე დადასტურებულია, რომ ის ვეღარ შეძლებს სათამაშო კარიერის გაგრძელებას.
უინი კლუბის ისტორიასა და გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ეს ამბავი ჩვენთვის დიდ მწუხარებას იწვევს. მთელი კლუბი გამოხატავს მისი და მისი ოჯახის მიმართ სრულ და ურყევ მხარდაჭერას ამ მძიმე პერიოდში." - წერია ფრანგული კლუბის განცხადებაში.
ატონიოს საფრანგეთის ნაკრებში 2014-2025 წლებში 68 მატჩი აქვს ჩატარებული და ექვსი ერის გამარჯვებული 2022 და 2025 წლებში გახდა. ლა როშელთან ერთად კი 35 წლის მორაგბემ ევროპის ჩემპიონთა თასი 2022 და 2023 წლებში მოიგო.