ევრობასკეტ 2025-სთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი პოლონეთში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულით დამარცხდა (94-89).
ქართველებმა პირველი ტაიმის მოგება მოახერხეს (43-51), თუმცა მეორე ტაიმში უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
პოლონელთა მხრიდან გამორჩეულები მიხალ მიხალაკი და ტომაშ გიელო იყვნენ, რომელთაც ჯამში 33 ქულა მიითვალეს, მონაკოს მოთამაშე ჯორდან ლოიდი კი 15 ქულითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
ქართველთა შემადგენლობაში გიორგი შერმადინი იყო გამორჩეული 18 ქულით, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა კი ჯამში 29 ქულა ჩაიწერეს აქტივში.