21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 18 ნოემბერს, თბილისში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია 30 ოქტომბერს, BILETEBI.GE-ზე 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმი 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. - ინფორმაციას ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში 3 მატჩი უკვე ჩაატარა (ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ლატვიასთან ფრე, მალტასთან მოგება) და 5 ქულით მე-3 ადგილზეა.
ჯგუფს 9 ქულით საბერძნეთი ლიდერობს, გერმანია კი 6 ქულით მე-2 პოზიციაზეა. გერმანიასთან მატჩამდე რამაზ სვანაძის გუნდი 14 ნოემბერს საბერძნეთს ესტუმრება.