საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს ჩაატარებს.
ოფიციალურ მატჩებამდე, ნაკრები 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს მონტენეგროსთან (28 აგვისტო, თბილისი) და პორტუგალიასთან (31 აგვისტო, პორტუგალია) მატჩებით დაიწყებს.
საქართველო VS ისრაელის თამაშის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე უკვე დაიწყო, ხოლო საქართველო VS მონტენეგროს თამაშის ბილეთების გაყიდვა 10 აგვისტოს დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ, 23 აგვისტოს 19:15 საათზე, „ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში“ გამართავს.