თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები, მერვედფინალში უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრებმა 1/16 ფინალში საერთო ჯამში უკრაინა 45-28 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ჩვენი შემადგენლობა უნგრეთთან ასეთი იყო: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი ურუშაძე.
ბექა ბაზაძე 2-5 კრისტიან რაბი
სანდრო ბაზაძე 8-2 ჩანად გემესი
ვახტანგ არჩვაძე 5-7 არონ სილაგი
ბექა ბაზაძე 1-6 ჩანად გემესი
ვახტანგ არჩვაძე 3-5 კრისტიან რაბი
სანდრო ბაზაძე 3-5 არონ სილაგი
ვახტანგ არჩვაძე 0-5 ჩანად გემესი
გიორგი ურუშაძე 2-5 არონ სილაგი
სანდრო ბაზაძე 12-5 კრისტიან რაბი
საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთთან 36-45 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
გუშინ გუნდურად იასპარეზა ქალთა რაპირის გუნდმაც, რომელიც საფრანგეთთან 45-12 დამარცხდა
ასევე გუშინ, ქალთა ხმლის კატეგორიაში წარსდგა ლიკა ჯიჯეიშვილიც, რომელმაც ჯგუფური ეტაპი 5 მოგებით დაძლია და პირდაპირ 1/32 ფინალში მოხვდა. ქართველი მოფარიკავე მექსიკელ ნატალია ბოტელოსთან 15-6 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.