ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

საქართველოში BRAVE CF-ის საბრძოლო ღონისძიება გაიმართება
ქართულიქართული
UFCUFC

საქართველოში BRAVE CF-ის საბრძოლო ღონისძიება გაიმართება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

BRAVE Combat Federation კვლავ აფართოებს საზღვრებს, როგორც მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი და გლობალური MMA ორგანიზაცია, რომელიც პირველად გამოჩნდება საქართველოში.


ოფიციალურ განცხადებას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.


პარასკევს, 3 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში BRAVE CF: საქართველო VS. მსოფლიო - დაუვიწყარი შოუ გაიმართება, რომელიც Georgian Fighting Championship-თან (GFC) პარტნიორობით ჩატარდება, ეს კი BRAVE-ის საერთაშორისო საბრძოლო კვირის ცენტრალური ღონისძიება იქნება.


ეს ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია BRAVE-ისთვის. საქართველო ხდება 37-ე ქვეყანა, რომელიც უმასპინძლებს BRAVE CF-ის ტურნირს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ორგანიზაციის რეპუტაციას.


საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს საბრძოლო სპორტის ტრადიციას ფლობს.


BRAVE CF-ის თბილისში სტუმრობა ჩვენთვის საამაყო მომენტია,“ – განაცხადა BRAVE CF-ის პრეზიდენტმა, მოჰამედ შაჰიდმა.


„არცერთი სხვა ორგანიზაციას არ გაუტანია MMA ამდენ ევროპულ ქვეყანაში, როგორც BRAVE CF-ს, საქართველო VS. მსოფლიო იქნება უნიკალური შესაძლებლობა, ვაჩვენოთ ქვეყნის ტალანტი მსოფლიო ასპარეზზე და დავაჩქაროთ MMA-ს განვითარება რეგიონსა და მის მიღმა.“


საქართველო: საბრძოლო სპორტების აკვანი


ქვეყანა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს ჭიდაობაში, ძიუდოსა და საბრძოლო ხელოვნებებში, იდეალური ადგილია საერთაშორისო დაპირისპირებისთვის.


ქართველი მებრძოლები დაუპირისპირდებიან მოწინააღმდეგეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რითაც თბილისი გადაიქცევა ეროვნული სიამაყისა და საერთაშორისო კონკურენციის ნამდვილ ბრძოლის ველად.


საქართველომ უკვე ჩაწერა თავისი თავი BRAVE CF-ის ისტორიაში ილია „ელ მატადორ“ თოფურიასა და გურამ „ვიკინგი“ ქუთათელაძის საშუალებით, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის ელიტურ მებრძოლთა რიგს.


დღეს ეს ტრადიცია გრძელდება ისეთებით, როგორებიც არიან რაულ თუთარაული, ლაშა აბრამიშვილი და ბიძინა გავაშელიშვილი, ხოლო ახალი თაობა მზადაა საშინაო არენაზე საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად.


დასამახსოვრებელი ღამე


მაყურებლებს ელით დრამატული ბრძოლები, დაპირისპირებები და მსოფლიო დონის კონკურენცია, რადგან BRAVE CF: საქართველო VS. მსოფლიო გადაიქცევა სიძლიერისა და საერთაშორისო ერთიანობის დღესასწაულად საბრძოლო ხელოვნების საშუალებით.


მალე გამოცხადდება ოფიციალური ბრძოლები და დამატებითი დეტალები, საქართველო კი ემზადება თავისი MMA-ს ისტორიის უდიდესი შოუსთვის.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველომ უკან დაიხია, ესპანეთი გალიდერდა - FIFA-ს განახლებული რეიტინგი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველომ უკან დაიხია, ესპანეთი გალიდერდა - FIFA-ს განახლებული რეიტინგი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

აცდენილი Here We Go და ერთ დღეში შემოტრიალებული ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

აცდენილი Here We Go და ერთ დღეში შემოტრიალებული ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარიერაში მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონია

•ქართული

ქართული

კარიერაში მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონია
•ქართული

ქართული

News image

6 სთ წინ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს

News image

5 სთ წინ

საქართველომ უკან დაიხია, ესპანეთი გალიდერდა - FIFA-ს განახლებული რეიტინგი

News image

5 სთ წინ

აცდენილი Here We Go და ერთ დღეში შემოტრიალებული ტრანსფერი

News image

7 სთ წინ

კარიერაში მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონია