თურქული გალათასარაი უეფას წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულთან მატჩის დროს ნოა ლანგის მიერ მიღებული უცნაური და მძიმე ტრავმა გახდა.
ენფილდზე გამართული შეხვედრა ისედაც დრამატული იყო, თუმცა ყველაფერი კოშმარად მაშინ იქცა, როდესაც ნოა ლანგმა აუტთან წონასწორობა დაკარგა და ინსტინქტურად ხელი სარეკლამო ბანერს ჩაავლო. ნიდერლანდელი შემტევის თითი მოძრავი ბანერის ორ ნაწილს შორის მოჰყვა, რამაც მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საშინელი ინციდენტი ენფილდზე: გალათასარაის შემტევმა ბანერთან შეჯახებისას თითი დაკარგა
ფეხბურთელი მოედანზე ტკივილისგან იკლაკნებოდა. სამედიცინო შტაბმა მას ჟანგბადის ნიღაბი დაუყენა, მოედანი კი საკაცით დაატოვებინა. ლანგი სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მატჩის შემდეგ უეფას წარმომადგენლებს საჩივრით მივმართეთ. მათ უკვე დაიწყეს მოკვლევა, ჩვენ კი იურისტებთან კონსულტაციებს გავდივართ. აუცილებლად შევიტანთ სარჩელს კომპენსაციის მოთხოვნით, რათა კლუბის ზარალი ანაზღაურდეს.
ამ ინციდენტმა დაჩრდილა ლივერპულის ბრწყინვალე თამაში. მერსისაიდელებმა თურქული გრანდი 4:0 გაანადგურეს. გოლები დომინიკ სობოსლაიმ, ჰუგო ეკიტიკემ, რაიან გრავენბერხმა და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით ლივერპულმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. პარიზელებმა, თავის მხრივ, ჩელსი ორმატჩიან დუელში გამანადგურებელი ანგარიშით, 8:2 დაამარცხეს.
VIDEO: ენფილდზე ქამბექი შედგა - ლივერპულმა გალათასარაი გაანადგურა