საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ევრო 2026-ის შესარჩევი პირველი ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში, სერბეთის გუნდთან 1:3 დამარცხდა.
ანგარიში ჩვენებმა გახსნეს - საბა ნიორაძემ 36-ე წუთზე გაიტანა, თუმცა მეორე ნახევარში სერბებმა 3 გოლი შეაგდეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველო (3-5-2): ყავლაშვილი - შათირიშვილი, ამისულაშვილი, გოგოლი - დიაკონიძე, ნიორაძე (დანელია; 78), რატიანი, ხუციშვილი, კუპრავა (მურვანიძე; 57) - გოგილაშვილი (ბართიშვილი; 78), ჩიქოვანი (დოლტმურზიევი; 88). მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
მაისურაძის გუნდი ბოლო ტურის მატჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ჩვენები პლეი-ოფში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებენ.
4-გუნდიანი ჯგუფიდან, ელიტ რაუნდში თამაშს 2 გუნდი განაგრძობს. ხოლო მესამე პოზიციაზე გასულ ნაკრებს შანსი აქვს, შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით მოხვდეს.