ნოემბრის ტესტების მეორე თამაშში საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე კანადა მიიღო და 38-17 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 17-3 დასრულდა.
ლელოები აფციაურმა (2) და თაფლაძემ დადეს, ერთი გარდასახვა კი ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. კანადელთა მხრიდან ერთი ჯარიმა ნელსონმა გაიტანა.
მეორე ნახევარი ქართველების უპირატესობით გაგრძელდა და საბოლოო ჯამში ტაიმი 21-14 დასრულდა.
კიდევ ერთი ლელო თავის მონაგარს აფციაურმა მიათვალა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, ასევე თავი გამოიჩინეს კვესლაძემ და ჯალაღონიამ, აბჟანდაძემ კი ამჯერად სამივე გარდასახვა გამოიყენა. სტუმართა შემადგენლობაში კი ლელოები გალაჰერმა და პერიმ დადეს, ნელსონი კი ორივე გარდასახვისას ზუსტი იყო.
ნოემბრის პირველ მატჩში საქართველომ აშშ 43-30 დაამარცხა. მორიგ შეხვედრას ბორჯღალოსნები 22 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.