UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლა მისთვის MMA-ში უკანასკნელი იქნება.
ირლანდიელი კარიერის დასკვნით შეხვედრას საკუთარი კომერციული რეკორდების გაუმჯობესების შესაძლებლობადაც განიხილავს.
მაკგრეგორმა კანელოს ბრძოლის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაყიდვებით კონკურენტებს დიდი უპირატესობით სჯობს.
„რამდენი ნახვა ჰქონდა კანელოს ბრძოლას? რამდენი მაყურებელი იყო არენაზე? რამდენი შემოსავალი მიიღო? გაყიდვებით ყველა მათგანს ვჯობივარ და თან უზარმაზარი სხვაობით. თითოეულს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. შესაძლოა, ყველას ერთად აღებულსაც კი. არადა, არც ვცდილობ.
ჩემი წინა ბრძოლა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის პარალელურად მიმდინარეობდა და იმ საშინელ შეხვედრაშიც კარგი მაჩვენებლები დავაფიქსირე. დაბრუნებამდე კიდევ რამდენიმე თვის მოცდა მომიწევს.
შემდეგ ჯერზე, ჩემს ბოლო ბრძოლაში, მის პოპულარიზაციაზე ნამდვილად სერიოზულად ვიმუშავებ. ვნახოთ, რა შედეგს მივაღწევ. საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებას გავაგრძელებ“, - დაწერა მაკგრეგორმა.
ირლანდიელმა UFC 329-ზე მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის პირველივე წამებზე მუხლის ტრავმა მიიღო.