ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

შემოიტანეთ გრენლანდია! გახდება თუ არა კუნძული FIFA-ს წევრი?
ფეხბურთიფეხბურთი

შემოიტანეთ გრენლანდია! გახდება თუ არა კუნძული FIFA-ს წევრი?

16 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

პლანეტის უდიდესი კუნძული, რომლის საფეხბურთო ნაკრებსაც საერთაშორისო აღიარება არ აქვს, ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს FIFA-ში, UEFA-ში ან CONCACAF-ში გაწევრიანებას, თუმცა სურვილი სურვილადვე რჩება - გრენლანდიის ნაკრებისთვის ჯერ-ჯერობით ყველა საერთაშორისო შეჯიბრების კარი დახურულია.


გრენლანდიის საერთაშორისო არენაზე გამოსვლას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის. კუნძული დანიის სამეფოს სუვერენული ტერიტორიაა, თუმცა გეოგრაფიულად იგი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს ეკუთვნის. 


კანონებისა და რეგულაციების თანახმად, FIFA-ში გაწევრიანებამდე ნებისმიერი ნაკრები ჯერ ადგილობრივი კონტინენტური კონფედერაციის წევრი უნდა გახდეს, რის მერეც მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციაში მიიღებენ.


UEFA თავის რიგებში მხოლოდ გეოგრაფიულად ევროპაში მდებარე და გაეროს მიერ აღიარებულ ქვეყნებს იღებს, შესაბამისად, გრენლანდია ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ორივე მიზეზის გამო ვერ წევრიანდება. სხვათა შორის, გრენლანდიას ზუსტად იგივე სტატუსი აქვს (დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორია), რაც - ფარერის კუნძულებს, თუმცა ფარერელებს სწორედ გეოგრაფიული მდებარეობა დაეხმარათ UEFA-ში შესასვლელად.


საინტერესოა, რომ მსგავსი შეზღუდვა არ აქვს ჩრდილო-ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ზონის კონფედერაციას (CONCACAF), თუმცა მიუხედავად ამისა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ამ ზონაში გაწევრიანებაზე გრენლანდიამ CONCACAF-ისგან კიდევ ერთხელ მიიღო უარი.


საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე აქტიურად მუშაობს „პოლარული სათამაშო დათუნიების“ (გრინლანდიის ნაკრების მეტსახელი) დანიელი მთავარი მწვრთნელი მორტენ რუტკიაერი, რომელიც კუნძულელებს 2020 წლიდან ავარჯიშებს.



გასულ წელს რუტკიაერმა ღიად ისაუბრა, რომ გრენლანდიის CONCACAF-ში გაწევრიანება მთლიანად კუნძულელთა დიდი ოცნება იყო და თუ ეს მოხდებოდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტ სტიმულს მისცემდა, ნაკრებს კი დიდ გამოცდილებას მოუტანდა. მისივე თქმით, კუნძულზე ფეხბურთის თამაში მხოლოდ ხუთთვიან პერიოდშია შესაძლებელი, რადგან წელიწადის სხვა დროს გრენლანდიას თოვლი ფარავს.


1971 დაარსებული გრენლანდიის ფეხბურთის ასოციაციის (KAK) პრეზიდენტმა კენეტ კლაისტმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ გეგმაშია რამდენიმე დახურული სტადიონის მშენებლობა, რათა არქტიკულ მკაცრ პირობებშიც შესაძლებელი იყოს საფეხბურთო მატჩების გამართვა.



გრენლანდიის ნაკრები არაოფიციალურ ამხანაგურ მატჩებს ძირითადად საფეხბურთო კლუბებთან და არაღიარებული ქვეყნების ნაკრებებთან მართავს, თუმცა გასული წლის 1-ელ ივნისს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქმენეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 0:5 დამარცხდა.


გრენლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 57 ათასია, ამათგან თითქმის 90%-ს გრენლანდიელი ინუიტები შეადგენენ, 7.5%-ს კი - დანიელები. ოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთს 5500 რეგისტრირებული ფეხბურთელი თამაშობს, რაც მოსახლეობის მხოლოდ 10% გახლავთ. კუნძულზე 76 მოქმედი საფეხბურთო კლუბია, რომელთა სტადიონები ძირითადად ხელოვნურ საფარიანია.




კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

FIFA
უეფა

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

FIFA საუკეთესოებს ონლაინ გამოავლენს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA საუკეთესოებს ონლაინ გამოავლენს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს პრეზიდენტი: "იმედია, რუსეთს საფეხბურთო ასპარეზზე მალე დავაბრუნებთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს პრეზიდენტი: "იმედია, რუსეთს საფეხბურთო ასპარეზზე მალე დავაბრუნებთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ სთხოვს UEFA-ს არაელიტური კლუბების დაფინანსებას?

•
•ფეხბურთი
ვინ სთხოვს UEFA-ს არაელიტური კლუბების დაფინანსებას?
•
•ფეხბურთი

FIFA-მ სამხრეთ აფრიკა დასაჯა და ტექნიკური წაგება ჩაუთვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-მ სამხრეთ აფრიკა დასაჯა და ტექნიკური წაგება ჩაუთვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 დეკ, 2024

FIFA საუკეთესოებს ონლაინ გამოავლენს

News image

03 აპრ, 2025

FIFA-ს პრეზიდენტი: "იმედია, რუსეთს საფეხბურთო ასპარეზზე მალე დავაბრუნებთ"

News image

14 მაი, 2025

ვინ სთხოვს UEFA-ს არაელიტური კლუბების დაფინანსებას?

News image

29 სექ, 2025

FIFA-მ სამხრეთ აფრიკა დასაჯა და ტექნიკური წაგება ჩაუთვალა