• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ვინ სთხოვს UEFA-ს არაელიტური კლუბების დაფინანსებას?
ფეხბურთიფეხბურთი

ვინ სთხოვს UEFA-ს არაელიტური კლუბების დაფინანსებას?

14 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპული კლუბების კავშირი (UEC) ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს (UEFA) მოუწოდებს, რომ საკლუბო ტურნირებიდან მიღებული წლიური შემოსავლის (4.9 მილიარდი აშშ დოლარი) ხუთი პროცენტი გამოყოს იმ პატარა კლუბებისთვის, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდასა და განვითარებას უწყობენ ხელს.


UEC-ის პირველ მნიშვნელოვან შეთავაზებას ფეხბურთელთა განვითარების ჯილდო (Player Development Reward) ეწოდება. პრემია გულისხმობს ევროპულ კლუბებს შორის UEFA-ს ტურნირებზე ნათამაშები წუთებისა და მათი მხრიდან კარიერის ადრეულ ეტაპზე გაწვრთნილი ფეხბურთელების მიერ მიღებული საპრიზო თანხების მიხედვით გადანაწილებას. იდეის ავტორი UEC-ის პრეზიდენტი, ბელგიური უნიონ სენტ-ჟილუაზის მფლობელი ალექს მუციო გახლავთ.


PDR-ის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 36 გუნდს არ ეკუთვნის ხსენებული პრემიები, რადგან ისინი UEFA-სგან ისედაც იღებენ უზარმაზარ საპრიზო თანხებს პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობისთვის.


საინტერესოა, რომ ეს იდეა გასულ სეზონში რომ ამოქმედებულიყო, ბებერი კონტინენტის მასშტაბით თითქმის 1500 კლუბი მიიღებდა PDR პრემიებს, სადაც 400-ზე მეტ კლუბს 100 000 ევროზე მეტი შეხვდებოდა. მაგალითად, შალკე 04, ბაიერ ლევერკუზენი და პორტუგალიური სპორტინგი თითქმის სამნახევარ მილიონ ევროს გამოიმუშავებდნენ, ხოლო ჩელსი – 3.2 მილიონს, ყველაზე დიდი წილი კი ამსტერდამის აიაქსს შეხვდებოდა: 5 390 596 ევრო.


ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ ზემოთ ხსენებულ კლუბებს ისედაც არ უჭირთ ფინანსურად, თუმცა PDR-ის დადებითი ფინანსური მხარე ისაა, რომ მაგალითად ინგლისური კლუბი ბერი, რომელიც ქვეყნის რანგით მეცხრე დივიზიონშია, თითქმის 13 000 ფუნტს გამოიმუშავებდა, ხოლო სერბული საფეხბურთო პირამიდის მეექვსე ლიგელი სამოყვარულო გუნდი, ბელგრადის პალილულაცი, 845 ფუნტს მიიღებდა.


ევროპული კლუბების კავშირმა, რომელიც 2023 წელს UEFA-ს მიერ აღიარებული კლუბების ლობისტური ჯგუფის, ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) საპირწონედ შეიქმნა, თავისი წინადადება ევროკომისიას უკვე წარუდგინა და ხაზი გაუსვა, რომ PDR პრემიები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილე კლუბებისთვის განკუთვნილ UEFA-ს მიერ გამოყოფილი თანხების ჩანაცვლებას არ გულისხმობს და მისი შეთავაზება პარალელური ფინანსური დახმარებაა არაელიტური კლუბებისთვის.


UEFA-ს წარმომადგენლის განცხადებით, შეთავაზება მიღებულია, განხილვის პროცესშია და საკითხი დაისმება, როდესაც შესაბამისი დრო დადგება.


UEFA-ს მიერ გათვალისწინებული წლიური საპრემიო ფონდი ამჟამად 260 მილიონ ფუნტ სტერლინგამდეა გაზრდილი, რაც ჩემპიონთა ლიგიდან, ევროპა ლიგიდან,კ ონფერენს ლიგიდან და სუპერთასიდან მიღებული მთლიანი თანხის შვიდი პროცენტია. ეს თანხა UEFA-ს 55 წევრი ქვეყნის ასოციაციის ასობით კლუბს შორის ნაწილდება, მაგრამ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ძლიერი აკადემიების მქონე კლუბებს დააჯილდოვებს ან ტალანტების განვითარებისთვის წაახალისებს.


UEC ამჟამად პატარა, თუმცა მზარდი ორგანიზაციაა. ბოლო ორ წელიწადში მისი წევრი 25 ქვეყნის 140 კლუბი გახდა. ორგანიზაცია, რომელიც ჯერ-ჯერობით UEFA-ს მიერ ოფიციალურად არაა აღიარებული, იმედოვნებს, რომ მის რიგებს ECA-ს წევრი 750 კლუბიც შეუერთდება.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

უეფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვენგერის თამაშგარის რეფორმა უეფას მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვენგერის თამაშგარის რეფორმა უეფას მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას აღიარება - კუკურელიას მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას აღიარება - კუკურელიას მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეს ყველასთვის საუკეთესო პროექტია" - პერესმა სუპერ ლიგაზე ისაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეს ყველასთვის საუკეთესო პროექტია" - პერესმა სუპერ ლიგაზე ისაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შემოიტანეთ გრენლანდია! გახდება თუ არა კუნძული FIFA-ს წევრი?

•
•ფეხბურთი
შემოიტანეთ გრენლანდია! გახდება თუ არა კუნძული FIFA-ს წევრი?
•
•ფეხბურთი
News image

14 იან, 2026

ვენგერის თამაშგარის რეფორმა უეფას მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება

News image

23 სექ, 2024

უეფას აღიარება - კუკურელიას მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო

News image

23 ნოე, 2025

"ეს ყველასთვის საუკეთესო პროექტია" - პერესმა სუპერ ლიგაზე ისაუბრა

News image

16 ივნ, 2025

შემოიტანეთ გრენლანდია! გახდება თუ არა კუნძული FIFA-ს წევრი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება