მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფიფაზე, უეფასა და სუპერ ლიგაზე ისაუბრა.
„საბოლოოდ, მთავარი ფეხბურთის უფასო ტელეტრანსლაციის დანერგვა არის. ჩვენ ეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გავაკეთეთ. მინდა მადლობა გადავუხადო FIFA-ს, რომელმაც საშუალება მისცა აფრიკაში მცხოვრებ ღარიბ ბავშვებს მატჩები ენახათ.
ჩვენ გვყავს Unify, რომელიც საშუალებას მოგვცემს მატჩების უფასოდ ტრანსლირება შევძლოთ. მინიმუმ FIFA-მ მაინც გაიგო, რომ ეს არის სწორი გზა და ამისთვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
UEFA რომ არ აკეთებს ამას, ერთადერთი მიზეზი, რაც შემიძლია ვიფიქრო არის ის, რომ მათთვის ერთი წლით დაყოვნება ნიშნავს კიდევ ერთ წელს მილიონიანი ხელფასებით.
ისევე, როგორც ლა ლიგის პრეზიდენტის შემთხვევაში, რომლის ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე პრემიერ ლიგის კოლეგის, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგა ბევრად ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებს.
ჩვენ მოვიგეთ იურიდიული ბრძოლა და შემდეგებსაც მოვიგებთ, რადგან ეს ყველასთვის საუკეთესო პროექტი არის და ამას ყველა პირადად გვიდასტურებს.
დავასრულებ სუპერ ლიგაზე საუბარს. ეს აუცილებელი რამეა. ჩვენ რეკორდულ დროში დავანგრიეთ მონოპოლიური სისტემა, რომელიც 60 წელზე მეტხანს არსებობდა.
2021 წელს UEFA-მ თავს უფლება მისცა და კლუბებს დისკვალიფიკაციით დაემუქრა, ჩვენ წინააღმდეგ კი დისციპლინარული საქმე გახსნა, რათა ჩემპიონთა ლიგიდან გავეგდეთ.
სასამართლოს დამანგრეველი გადაწყვეტილების შემდეგ, სიტუაცია სრულად სხვაა, ამ გადაწყვეტილებებით ლა ლიგა და UEFA თვითონვე ამცირებენ საკუთარ მნიშვნელობას და მშვიდობის საკითხზე აკეთებენ აქცენტს.
ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ სულელები ვართ. 23 პუნქტიდან 21-ში ჩვენს სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება და ხარჯებიც მათ გადაიხადეს.
ვერავინ დაგვსჯის იმის გამო, რომ ჩვენი მომავლისთვის ვმუშაობთ. ჩვენ ეს საქმე მოვიგეთ, რაც გვაძლევს საშუალებას UEFA-სგან იმ ზიანის გამო, რაც მოგვაყენეს, კომპენსაცია მოვითხოვოთ.
ჩვენ სარჩელი შევიტანეთ UEFA-ს წინააღმდეგ, რათა კომპენსაცია მოვითხოვოთ და მომავალში ტურნირი მოვაწყოთ. აქამდე მხოლოდ სასამართლო მოგებისთვის არ მოვსულვართ, არამედ მისი პრაქტიკაში განხორციელებისათვის.
მსურს მადლობა გადავუხადო ორგანიზატორ გუნდებს. ჩვენ ვცადეთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. UEFA გვიბიძგებდა ECA-ში (ევროპული საფეხბურთო კლუბების ასოციაცია) შესვლისკენ, მაგრამ ECA გვთხოვს, რომ უარი ვთქვათ UEFA-ს წინააღმდეგ ნებისმიერ დავაზე. ეს კი ძალიან დიდი ალბათობით ნიშნავს იმ მილიარდებზე უარის თქმას, რომელსაც ვაპირებთ რომ მოვითხოვოთ.“ - განაცხადა პერესმა.
პერესი: "ნორმალური არაა, ბარსას საუკეთესო პერიოდი რომ ნეგრეირას წლებს ემთხვევა"