ალვარო არბელოამ შესაძლოა მადრიდის რეალს მომდევნო სეზონშიც უხელმძღვანელოს.
42 წლის სპეციალისტი გუნდს ორშაბათს ჩაუდგა სათავეში, მას შემდეგ რაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ხაბი ალონსომ დატოვა.
Marca-ს ინფორმაციით, არბელოამ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში მომავალი სეზონის ბოლომდე იქნება.ეს ნიშნავს, რომ ალვარო არბელოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს ამ პოზიციას, თუ კლუბის ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ მის წინაშე დასახული ამოცანები შესრულებულია.
ამ დროისთვის მადრიდის რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. 19 ტურის შემდეგ გუნდს 45 ქულა აქვს და ლიდერ ბარსელონას ოთხი ქულით ჩამორჩება.
კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, კლუბს ამ სეზონში ტიტულების მოგება ჯერ კიდევ შეუძლია და თუ არბელოა გუნდს რომელიმე დიდ ტიტულს მოაგებინებს, მწვრთნელის პოზიციასაც შეინარჩუნებს.