ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, რეალიდან ჩაბი ალონსოს გათავისუფლებაზე ისაუბრა.
„ეს ფეხბურთია. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მაწუხებს. ჩაბისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთს მისი ლევერკუზენში მუშაობის დროიდან ვიცნობთ და კავშირს ყოველთვის ვინარჩუნებდით.
ის ფანტასტიკური მწვრთნელია. ეს ფეხბურთია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ვიფიქროთ, რა და როგორ გავაუმჯობესოთ. ჩაბი ფანტასტიკური მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, დიდებული მომავალი აქვს“. — აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
რეალში ალონსოს მუშაობის პერიოდში ის და ფლიკი ერთმანეთს ორჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს — ერთი გამარჯვება ჩაბის დარჩა (2:1), მეორედ კი წარმატებას გერმანელმა (3:2) მიაღწია.