საბერძნეთთან წაგებული მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინმა კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჯანმრთელად უნდა შევხვდეთ შემდეგ ორ თამაშს. გოგა და თოკო ძალიან გვჭირდებიან გუნდში და იმედია, რომ ხვალ დავისვენებთ.
ზეგ უკვე მოსაგებია ის თამაში და ამისთვის მთელი ეს პერიოდი ვვარჯიშობდით, რომ გავსულიყავით ჯგუფიდან და იმედია, რომ დაგვიფასდება ეს შრომა და შევძლებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამობრძანდა და გვერდზე გვიდგას დღეს და მათაც მადლობა, ვინც ტელევიზორიდან გვადევნებს თვალყურს.
რა თქმა უნდა, კვიპროსთან და ბოსნიასთან ეს ორი თამაში გადამწყვეტია ჩვენთვის და იმედია, რომ ამ ორ თამაშს მოვიგებთ, რადგან ეს წყალივით გვჭირდება." - განაცხადა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ.
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, კვიპროსთან გამართავს.
საბერძნეთმა საქართველო მარტივად დაამარცხა