The Athletic-ის ცნობით, ჩელსი კრისტალ პალასის ცენტრალური მცველის, მაქსანს ლაკრუას ტრანსფერის დასრულების ბოლო ეტაპზეა.
გარიგების ღირებულება დაახლოებით 52 მილიონი ფუნტი იქნება. ფრანგი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 2032 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ამავდროულად, კრისტალ პალასმა უკვე დაიწყო მისი შემცვლელის ძიება. ლონდონური კლუბის მთავარი სამიზნე აუგსბურგის ცენტრალური მცველი კრისლენ მაციმაა, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად ტრაბზონსპორის ჩიბუიკე ნვაივუ განიხილება.
ლაკრუა ჩელსის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ჯერ კიდევ ივნისში იქცა. ლონდონელები რამდენიმე სხვა კანდიდატსაც აკვირდებოდნენ, მათ შორის კომოს მცველ ხაკობო რამონს, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სწორედ ფრანგ მცველზე შეაჩერეს, რომელმაც პრემიერ ლიგაში ორი სეზონის განმავლობაში შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა.
მისი განვითარება ნათლად აისახა საბაზრო ღირებულებაზეც, რომელიც თავდაპირველი 18 მილიონი ევროდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.