ასტონ ვილამ ჩელსისთან არგენტინელი გარემარბის, ალეხანდრო გარნაჩოს, იჯარით დამატებაზე შეთანხმებას მიაღწია.
ფაბრიციო რომანოსა და დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში ფეხბურთელის სავალდებულო გამოსყიდვას.
გარნაჩოს ტრანსფერის ინიციატორი ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი იყო, რომელსაც ფეხბურთელის დამატება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, როდესაც ის მანჩესტერ იუნაიტედიდან ჩელსიში გადავიდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ბირმინგემში იმყოფება, რათა ტრანსფერი საბოლოოდ დაასრულოს.
თუ კონტრაქტში გაწერილი პირობები შესრულდება და ტრანსფერი მუდმივ სახეს მიიღებს, გარნაჩო ასტონ ვილასთან ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.