მან სიტის ყოფილი მცველი ჯონ სტოუნსი სერია ა-ში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ინტერთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სტოუნსის ანაზღაურება წლიურად 4 მილიონი ევრო იქნება.
უახლოეს პერიოდში ფეხბურთელი მილანში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
სტოუნსმა სიტი გასული სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.