უდინეზემ დავიდ ალაბასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ავსტრიელი ვარსკვლავი იტალიური კლუბისთვის საოცნებო ტრანსფერია. მადრიდის რეალის ყოფილ მცველთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და ტრანსფერის დასრულებამდე მხოლოდ ფორმალური პროცედურებია დარჩენილი.
დავიდ ალაბა იტალიისკენ მიემგზავრება და მალე ჩაფრინდება, რათა უდინეზეს ფეხბურთელი გახდეს.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ალაბა უდინეზესთან კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც დარჩენილი ფორმალური პროცედურებიც დასრულდება.
იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა და სოციალურ ქსელში სკამის ფოტო გამოაქვეყნა, რაც ავსტრიელიც ცნობილ აღნიშვნაზე მინიშნებაა.
გამოცდილი მცველი უდინეზეში გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი ხდება, რომელიც იტალიურ გუნდს გასულ ზაფხულს ინგლისური უოტფორდიდან შეუერთდა.