ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

შვილები ახალ ცოლს გაუსწორდნენ - ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი უცნაური მიზეზის გამო გაუშვეს
ფეხბურთიფეხბურთი

შვილები ახალ ცოლს გაუსწორდნენ - ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი უცნაური მიზეზის გამო გაუშვეს

17 ნოე, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰოსამ ჰასანი თანამდებობიდან ოჯახური სკანდალის გამო გაათავისუფლეს.


გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მწვრთნელის ოჯახის წევრებს შორის მომხდარმა ფიზიკურმა დაპირისპირებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.


ინციდენტი აგვისტოში, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰასანის პირველი ქორწინებიდან ოთხი შვილი - სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი - მის ამჟამინდელ მეუღლეს, დან ადამს დაუპირისპირდა. ქალს თმით ათრევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მწვრთნელი კონფლიქტში ჩარევას შეეცადა, თუმცა გონება დაკარგა.


ადამის ადვოკატმა უარყო გავრცელებული ვერსია, თითქოს ჩხუბის ინიციატორი თავად ქალი იყო. მისი განცხადებით, მომხდარის შემდეგ ადამმა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ნერვული აშლილობა გადაიტანა.


მოგვიანებით კონფლიქტი ჰასანის ძმის, იბრაჰიმის ჩართულობით მოგვარდა და მხარეებმა ურთიერთპრეტენზიებზე უარი თქვეს.


თუმცა სკანდალს მწვრთნელის კარიერაზე სერიოზული გავლენა ჰქონდა. 4 ნოემბერს ეგვიპტის მედიის რეგულირების უმაღლესმა საბჭომ ჰასანს მედიასივრცეში გამოჩენა აუკრძალა, სამი დღის შემდეგ კი ფეხბურთის ფედერაციამ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოსტი დატოვა მისმა ძმამ და ასისტენტმა იბრაჰიმ ჰასანმაც.


აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მწვრთნელთან კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს.


ჰასანის მიმართ უკმაყოფილება სპორტული შედეგების გამოც არსებობდა. განსაკუთრებით გააკრიტიკეს ანგოლასთან უგოლო ფრის შემდეგ, როდესაც მოჰამედ სალაჰი 61-ე წუთზე შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთობაც დაიძაბა.


ჰასანი ეგვიპტის ნაკრებს 2024 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის პერიოდში გუნდმა 38 მატჩიდან 21 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და შვიდჯერ დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით ეგვიპტემ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალამდე მიაღწია და აფრიკის თასის ნახევარფინალშიც ითამაშა.


ეგვიპტის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ალი მაჰერი დაინიშნა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში მალავის წინააღმდეგ 5:0 გაიმარჯვა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ეგვიპტე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ეგვიპტის ნაკრებმა მეტოქის მეკარის საიდუმლოებები მოედანზევე გაშიფრა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ეგვიპტის ნაკრებმა მეტოქის მეკარის საიდუმლოებები მოედანზევე გაშიფრა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ეგვიპტის მწვრთნელი: "უსამართლობაა, მუნდიალს აღარ ვუყურებ"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ეგვიპტის მწვრთნელი: "უსამართლობაა, მუნდიალს აღარ ვუყურებ"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფიფა ეგვიპტელებს სკანდალური განცხადებების გამო სჯის!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფა ეგვიპტელებს სკანდალური განცხადებების გამო სჯის!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შოთა და აჩი, გიზი და ოთო - ცნობილი ტყუპები სანაკრებო ფეხბურთში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შოთა და აჩი, გიზი და ოთო - ცნობილი ტყუპები სანაკრებო ფეხბურთში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 ივლ, 2026

ეგვიპტის ნაკრებმა მეტოქის მეკარის საიდუმლოებები მოედანზევე გაშიფრა

News image

08 ივლ, 2026

ეგვიპტის მწვრთნელი: "უსამართლობაა, მუნდიალს აღარ ვუყურებ"

News image

20 აგვ, 2026

ფიფა ეგვიპტელებს სკანდალური განცხადებების გამო სჯის!

News image

17 სექ, 2026

შოთა და აჩი, გიზი და ოთო - ცნობილი ტყუპები სანაკრებო ფეხბურთში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება