ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, პსჟ-სა და ბაიერნს შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე (5:4) საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„როდესაც მატჩი ანგარიშით 5:4 მთავრდება, ყველა ამბობს: „რა დიდებული მატჩია!..."
მე კი ვამბობ: „მათ ხუთი გოლი გაგვიტანეს“.
არ ვიცი, რამდენად წარმატებული იყო ეს თამაში მწვრთნელებისთვის, მაგრამ ტელევიზორში ის, რა თქმა უნდა, დიდებულად გამოიყურებოდა“, – განაცხადა დიეგო სიმეონემ.
საპასუხო მატჩი მიუნხენში ბაიერნსა და პსჟ-ს შორის 6 მაისს გაიმართება.