მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იანიკ სინერმა განმარტა, რატომ დათანხმდა 3-თვიან დისკვალიფიკაციას დოპინგ სკანდალის გამო.
„ეს საქმე თითქმის ერთი წელია თავს მახვევია და პროცესი შეიძლებოდა კიდევ უფრო გაწელილიყო, გადაწყვეტილება შეიძლებოდა მხოლოდ წლის ბოლოსკენ მიეღოთ.
მე ყოველთვის ვიღებდი იმას, რომ ჩემი გუნდის შეცდომებზეც მე ვარ პასუხისმგებელი და WADA-ს მკაცრი წესები ჩემი საყვარელი სპორტის დასაცავად არის მიღებული. ამიტომ, სამთვიან დისკვალიფიკაციაზე დათანხმება გადავწყვიტე." - წერს იტალიელი ჩოგბურთელი.
სინერი ტურში 4 მაისამდე ვერ დაბრუნდება. შედეგად, მას ინდიან უელსის, მაიამის, მონტე კარლოს და მადრიდის მასტერსები გაუცდება, მაგრამ მშობლიურ რომში მონაწილეობის მიღება მას უკვე ექნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები