დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო იანიკ სინერის 3-თვიანი დისკვალიფიკაცია ოფიციალურად ამოიწურა.
იტალიელ ჩოგბურთელს განაჩენი თებერვალში გამოუტანეს, როცა 3 თვით ოფიციალურ ტურნირებზე და ამ ტურნირების კორტებზე ვარჯიშიც კი აეკრძალა.
ამის გამო, უკანასკნელი ტურნირი სინერისთვის მოგებული ავსტრალიის ღია პირველობა იყო. მას შემდეგ, მას როტერდამის და დუბაის 500-იანი ტურნირები და ასევე ინდიან უელსის, მაიამის, მონტე კარლოს და მადრიდის მასტერსები გაუცდა.
სამაგიეროდ, ჩოგბურთელი ზუსტად საშინაო, რომის მასტერსისთვის ბრუნდება - იტალიელი ფლორო იტალიკოს კორტებზე ვარჯიშს უკვე შეუდგა და თავის პირველ მატჩში ან ნავონეს დაუპირისპირდება, ან იტალიელ ფედერიკო სინას.