The Independent-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი იანვარში კრისტალ პალასის მცველის, მარკ გეჰის შეძენას გეგმავს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
25 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა სიტის მისი დამატება ახლავე სურს, რათა მომავალში თავისუფალი აგენტების ბაზარზე სხვა კლუბებთან კონკურენცია თავიდან აიცილოს.
კრისტალ პალასი გეჰის მინიმუმ 35 მილიონ ფუნტად აფასებს, თავად ფეხბურთელი კი უპირატესობას ლივერპულში ან არსენალში გადასვლას ანიჭებს.
„ერთი ადამიანი, რომელიც ორივე კლუბში მიმდინარე პროცესებს კარგად იცნობს, ამბობს, რომ გეჰის სურს პალასში ზაფხულამდე დარჩენა და სიტიში გადასვლას კარიერის ლივერპულში გაგრძელება ურჩევნია.
კიდევ ერთმა წყარომ მითხრა: „დიახ, მას ზაფხულამდე დარჩენა და ლივერპულში ან არსენალში გადასვლა სურს“, – განაცხადა The Athletic-ის ჟურნალისტმა სემ ლიმ პოდკასტ Let Me Talk-ში.