იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის, იგორ ტუდორის აზრით, ტურინულ კლუბს ამ სეზონში სკუდეტოს მოგება შეუძლია.
„ჩემთვის იუვე ცხოვრების ნაწილია, რომელმაც პიროვნულად და პროფესიონალურად ჩამომაყალიბა.
პროფესიონალური თვალსაზრისით იუვე - ჩემი ნაწილია. როცა აქ 1998 წლის ზაფხულში, ფეხბურთელის რანგში მოვედი, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგა და სხვა მნიშვნელოვანი ტიტულები ჰქონდა მოგებული. დაუჯერებელი იყო. არარეალური იმის იმის ნახვა, როგორ ვარჯიშობს ზიდანი მარტო მოედანზე.
ეს მოგონებები სამუდამოდ ჩემთან დარჩა. როგორც მარჩელო ლიპი გვასწავლიდა, ბურთებს და კარებს ჩვენ თავად დავატარებდით. სულ სხვანაირი დრო იყო.
აქვს თუ არა ამ სეზონში გუნდს სკუდეტოს მოგების შანსი? ეს აშკარაა, სიტყვა "გამარჯვება" ჩვენს თავთან ტრიალებს. სეზონის დაწყების წინ შანსებზე რამდენჯერმე ვისაუბრე, თუმცა უშუალოდ სეზონის განმავლობაში, მიზნებზე არ ვლაპარაკობ ხოლმე.
შემიძლია ვილაპარაკო კონკრეტულ რაღაცებზე, მაგრამ მიზნებზე არ ლაპარაკობენ, მიზნებს აღწევენ." - აღნიშნა ხორვატმა სპეციალისტმა.