ბელგიელ ნახევარმცველს, რაჯა ნაინგოლანს, სკოტ მაკტომინეისთან შედარებები არ მოსწონს.
„ის ფეხბურთის ფენტეზის ძალიან უხდება, იმიტომ რომ გოლები გააქვს. თუმცა, ერთ სეზონში მე 11 გოლიც მაქვს გატანილი და მგონი, მას მაგდენი არასდროს გაუტანია.
არ მომწონს ეს შედარებები, ჩემს პიკში მე სხვა დონეზე ვიდექი. მანჩესტერ იუნაიტედშიც არ ათამაშებდნენ, იმიტომ რომ ბურთის განაწილება არ იცის და ტექნიკურადაც მოიკოჭლებს. ნაპოლიში ის კონტეს ფეხბურთს უხდება, ისევე, როგორც ჯაკერინი უხდებოდა. არადა, მაგალითად ვიდალი, სულ სხვა დონეზე იდგა.
არც ჰოილუნდი მომწონს. ის დარბის, მშრომელია, მაგრამ რამდენი ასეთი ფორვარდი არსებობს? ის კრსტოვიჩს ჰგავს: ისიც მუშაობს, ყველაფერს აკეთებს, გოლებიც გააქვს, მაგრამ მეტოქის კართან ზურგით თამაში არ იცის. ჩემი აზრით, დიდ გუნდებში, ფეხბურთს კარგად უნდა თამაშობდე.
ასევე მგონია, რომ მოიზე კინიც ძალიან გადაფასებულია." - აღნიშნა რომას ექს-ნახევარმცველმა.